( პ.ს.სანამ ამ მოთხრობას წაიკითხავთ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ წინა ნაწილი ,თორემ ისე ყველაფერი გაუგებარი იქნება .)
გაზეთებში ათასი რომანტიული ჭორი დაიბეჭდა ,რომელიბიც ქალის გადმოცემით რეალობას არ შეესაბამებოდა . მხოლოდ მან იცოდა ყველაფერი და ის გრძნობდა ტკივილს ამის გამო. უბედური იყო , რადგან არავის შეეძლო მისი გაგება , არა, შეიძლება ვინმე გამოჩენილიო , მოესმინა და დაემშვიდებინა , მაგრამ მას მაინც სხვა რამე უნდოდა . ქალი ორი დღე ოთახიდან არ გამოსულა , ქმარმა კი ჩათვალა ,რომ მომხდარმა მასზე უბრალოდ ცუდი ზეგავლენა მოახდინა და ჩათვალა, ყველაფერი გაივლიდა .კაცს უნდოდა მთელი დღე მის გვერდით ყოფილიყო , მიატოვა სამსახური , სახლში გამოეშურა საყვარელი ცოლის დასამშვიდებლად , მაგრამ ქალმა გვერდით არ მიიკარა. კაცს მთელი გრძნობით უყვარდა ცოლი და სწორედ ამიტომ იყვნენ ერთად . ყოველთვის ყველაფერს მისთვის აკეთებდა და ქალსაც ეს უნდოდა , კმაყოფილი იყო და სწამდა რომ სიცოცხლის ბოლომდე მის გვერდით იქნბოდა, მაგრამ ეს უკვე აღარ აინტერესებდა ,აღარ ასაზრდოებდა , რადგან მთელი არსებით უბედური იყო . მოსაუბრე უნდოდა , ისეთი რომელმაც ყველაფერი იცოდა და არ მოერიდებოდა მასთან ლაპარაკი . მისთვის ყველაფერი ნათელი იყო და სწორედ ეს უკლავდა გულს .
– შენც იტანჯები ?
ქალი – მეც ?
– ნუ გაიკვირვებ , მე ყველაფერი ვიცი .
ქალი – ნუთუ შენ ჩემ დასამშვიდებლად მოდი ?
–აჰა ,როგორია ქალის გული .ის ყოველთვის ყველაფერს ადვილად გებულობს .კაცები კი ყოველთვის განმარტებებს და მსჯელობებს გთხოვენ. წინა თანამგზავრმა საკმაოდ დამღალა.
ქალი –მასთან იყავი ?
–ვისთან ?
ქალი –კაცთან ,რომელმაც ჩემი ფანჯრის წინ თავი მოიკლა.
–ისე ლაპარაკობ თითქოს ის შენთვის უცხო ყოფილიყოს . ასე არ შეიძლება.
ქალი–შენ რა იცი ჩემ გულში რა ხდება .არა , არ გსაყვედურობ .არც მინდა ვინმემ ჩემს სულში ხელი უფათუროს . ეს მხოლოდ ჩემი გრძნობააა.
–მე ხომ ყველაფერი ვიცი ,ამას შენც კარგად ხვდები.
ქალი– მე უკვე აღარაფერი მინდა ვიცოდე .გული მტკივა.
–რა ,შენც თავის მოკვლა გადაწყვიტე ?
ქალი– არვიცი.
–ეს პასუხი უკვე თანხმობას ნიშნავს.
ქალი–შენ ჩემზე კარგად იცი ყველაფერი.
–მე იცი რა არ ვიცი ?
ქალი– არის კი რამე ამ ქვეყნად ,რაც შენ არ იცი ? ამის მე არ მჯერა.
–არ ვიცი, შენ რატომ გადაწყვიტე თავის მოკვლა .
ქალი–სიმართლე გითხრა არც მე ვიცი .
– მე გეტყვი ყველაფერს.
ქალი – გისმენ მთელი სულით და გულით , შენ ჩემი ერთადერთი ნუგეში ხარ .
– ცდები . შენ არასოდეს არ უნდა მოკვდე , სანამ მე არ გადავწყვეტ ამას .შენ ყველაფერი მოგეცი , რადგან ამის ღირსი იყავი . შენ ერთ დროს მიგატოვეს , გატკინეს ,გული მოგიწურეს და ეს ყველაფერი მე გადაგალახინე .მოგიძებნე ადამინი ,რომელიც შენ გვერდით თავიდანვე უნდა ყოფილიყო .გაგაბედნიერა და იგრძენი რა იყო ნამდვილი სიყვარული . მართალია, შენც გქონდა ცუდი პერიოდი , მაგრამ მე ეს დრო შეგიმცირე . მას კი ყველაფერი წავართვი ,რაც ბედნიერებას მოუტანდა . ისეთივე გავხადე ,როგორიც შენ გაგხადა . მეგონა ნამდვილ სიყვარულს ირწმუნებდა ამ დროის განმავლობაში . არა, ცილს ვერ დავწამებ .სიკვდილის წინ ის მხოლოდ შენზე ფიქრობდა . მე ვაგრძნობინე ,რომ უშენოდ მისი სიცოცხლე არაფერი იყო .სიტყვებით ეს ადვილი გამოსათქმელია და ძნელი დასაჯერებელი .მაგრამ მისი გული ადრე სხვას გრძნობდა ,ახლა კი ჭეშმარიტებას მიაგნო .
ქალი–მიუხედავად ყველაფრისა , ეს მაინც სასიამოვნო მოსასმენია . მაგრამ შენ იცი მე მის გვერდით ვერ ვიქნებოდი მაშინ , რადგან სათანადოდ არასოდეს ვუყვარდი . ყოველთვის ჩემგან მოითხოვდა მეტს, ვიდრე თვითონ აკეთებდა , არა თვითონ მხოლოდ ლამაზ სიტყვებს ამბობდა .მე დღეს მივხვდი ,რომ ეს სიტყვები არაფერია , ჩემმა ქმარმა ეს მაგრძნობინა და ამიტომ ვიყავი ბედნიერი . ის კი ყოველთვის ცდილობდა კარგად ვყოფილიყავი , მაგრამ არასოდეს გამოსდიოდა .მასთა ვიყავი და გამაუბედურა , მას დავშორდი და დღესაც გამაუბედურა.
–შენ სიკვდილს არ იმსახურებ .არც შენი ოჯახი იმსახურებს ამ ტრაგედიას.მათ მთელი გრძნობით უყვარხარ და შენ ამის თქმაც არ გჭირდება ,ყველაფერი ისედაც იცი . მე მასთან არ ვყოფილვარ.
ქალი–არა ?მაშ ვინ იყო ?
–ეშმაკი.
ქალი – შენ რომ მასთან მისულიყავი ყველაფერი კარგად იქნებოდა .
–არა ,ის მაინც იტანჯებოდა, რადგან სიცოცხლეში მან სიცოცხლე დაკარგა.
ქალი– მაშ ჩემი ბრალი ყოფილა ყველაფერი.
–რატომ ფიქრობთ ადამინები ასე სასტიკად საკუთარ თავზე ?
ქალი– არვიცი , მე უბრალოდ ასე მგონია.
–განა შენ მიატოვე ? შენ უბიძგე იმისკენ ,რომ მარტო ყოფილიყო ? შენ დაკარგე ? ეს კითხვები პასუხს მოითხოვენ.
ქალი– მან განაჩენი გამოიტანა, მე კი ხელი მოვაწერე.
– მართლაც ,რომ არაჩვეულებრივი ხარ .
ქალი– ყველაფრის მიუხედავად ის ჩემთვისაც არაჩვეულებრივი იყო .
–შენ შეგიძლია ნამდვილი სიყვარული . მე უკვე ამაში დავრწმუნდი .მართალია შენ არ ხარ მის გვერდით , მაგრამ მიუხედავად ყველა ტკივილისა შენ მაინც შეგძლებია სიყვარული. მე შენ გაფასებ.
ქალი– ქალები ასეთები ვართ . ადვილად ვიყვარებთ და ძნელად გადავიყვარებთ ხოლმე .
– მისი სისუსტე იცი რა იყო? ძნელად შეგიყვარა და ძნელადვე გადაგიყვარა ,უფრო სწორად ვერ გადაგიყვარა . მაგრამ ცუდი ის არის რომ გვიან შეგიყვარა .
ქალი – მე ეს ყველაფერი კარგად ვიცი .
– მაშ რამ გაგაორა ?
ქალი – იმან,რომ ადამინი ვარ ,რომელიც პირუტყვისგან იმით განსხვავდება ,რომ გრძნობები აქვს , ის ვერ ივიწყებს ყველაფერს ადვილად და თითოეული წარსული გრ
ძნობა ისე იკიდებს ხავსს გულში ,რომ შემდეგ არასოდეს გაუშვას. სამწუხაროდ , ეს ასეა. მინდა , ყველაფერი დავივიწყო და ამიტომაც გადავწყვიტე სიკვდილი.
– სხვებზე რატომ არ ფიქრობ ? შენმა ოჯახმაც ასე უნდა მოახერხოს შენი დაწიყება ? მაშ , გაწყვეტილა მთელი მსოფლიო. ვინც კვდება თავის თავს უკვდება .თავიდან გამოიწვევს არაულობას , ყველა შეწუხდება , მაგრამ ცხოვრება არ აძლევს ხალხს მუდვივი ტრაგედიის საშუალებას. წვიმებს ყოველთვის მოყვება ზაფხული და ყველაფერი თავის კალაპოტში ჯდება. დაიმახსოვრე, არ არსებობს ცა წვილის გარეშე და ყველა თვალს ერევა ცრემლი ,რადგან მოლოდინი არაქათს აცლის .კარგად დაიმახსოვრე.
ქალი– მაშ ,რა გავაკეთო ?
–არ მიყვარს გაორებული ადამინები.
ქალი–არა მართლა ახლა რა გავაკეთო?
ხმა გაქრა .სიმშვიდემ დაისადგურა. ქალს უნდოდა წამომდგარიყო და ოთახიდან გასულიყო .გადაწყვიტა ,ყველაფერი დაევიწყებინა.უფლის ხმამ თითქოს დიდი ზეგავლენა მოახდინა მის სულზე . არადა მან ეს ყველაფერი უკვე იცოდა. წამოდგა , მაგრამ მძიმედ. ფანჯარას გახედა ,მიუახლოვდა და ძირს დაიხედა. ერთიანად შეინძრა მისი სხეული და გაეცალა აქაურობას .კართან მივიდა ,თითქოს ამ საუბრის შემდეგ მთელი მისი მომავალი დახატა . ამოისუნთქა , უნდოდა გასულიყო , მაგრამ კვლავ ხმამ შეაჩერა. ქალები ყველაფერს კაცებზე უკვეთ გრძნობენ . ხმა გამოცვლილიყო , უფრო სწორად ქალს ასე ეჩვენა . კარი მიხურა და ისევ ლოგინზე ჩამოჯდა .
–სად მიდიხარ ?
ქალი – ძველი ცხოვრების დასაბრუნებლად.
–ეს წესით შენთვის შეუძლებელია .რამოდენიმე ხნის წინ ასე თქვი .
ქალი– მაგრამ მე ყველაფერს მივხვდი .
–წესით შენ ღამეც ვერ უნდა დაიძინო მშვიდად.
ქალი–უკვე ყველაფერს მივხვდი .
– ხო შენ ზედმეტად გონებამახვილი ხარ .
ქალი– შენ იყავი მასთან .
– წინა თანამგზავრმა ქათინაურებით აგავსო და მე აღარაფერს ვიტყვი, მაგრამ მართლა ზედმეტად ჭკვიანი ყოფილხარ.
ქალი– შენ ხარ ერთადერთი ,რომელსაც არ უნდა ეძინოს.
– შენ წარმოიდგინე არც მძინავს .შენნაირებს მე ისე ვერ მივაგნებდი .
ქალი– რატომ უბიძგე იმისკენ რომ თავი მოეკლა?
– მე ? ჰა , ჰა , ჰა .
ქალი – ნუ იცინი ,ეს უკვე გამაღიზიანებელია . თავიდან მომწყდი.
– ეს მხოლოდ დამნაშავე ადამინისთვის არის გამაღიზინებელი.
ქალი– ეს უკვე მეტისმეტია.
– გინდა ყველაფერი გითხრა?
ქალი– შენგან არაფერი არ მჭირდება.
– ის არ გამძალიანებია , ღმერთი ვეგონე . ჰა , ჰა . ჰა
ქალი – ყველაფერი შენი ბრალია .
– მე მას ვუთხარი , რომ უბედური ხარ .ყველაფერი ვუთხარი მხოლოდ ჩემი ვინაობა დავუმალე ბოლომდე და მხოლოდ ერთი რამ მოვატყუე.
ქალი –და სწორედ ის ერთი რამ განსაზღვრავდა მის ბედს.
– არა ,შენ მართლა არაჩვეულებრივი ყოფილხარ.
ქალი– თავიდან მომწყდი!
– მე ვუთხარი , რომ თავი მოიკალი .ვუთხარი ,რომ მთელი კოლოფი დამაძინებელი დალიე , ეს არის და ეს . მან მისი თვალით გნახა მაგიდაზე დასვენებული.ყველაფერი შენი ბრალია!
ქალი–უსინდისო , გაჩუმდი , ყველაფერი შენი ბილწი აზრების ბრალია , ეს რა ჩაიდინე .
ქალი აქვითინდა .
– ისიც ტიროდა , ბევრი დრო არ მაქვს , შენ ამ ქვეყნად ათასი გგავს და შენ კიდე ათასს გავხარ.
ქალი –რატომ მოკალი? მე ხომ ის მჭირდებოდა .
– ეს უკვე ზედმეტია . ის შენ არაფერში გჭირდებოდა , ის შენ სიცოცხლეს ამძიმებდა.
ქალი– არა, ის ჩემ სიცოცხლეს ახლა უფრო ამძიმებს.
– არა ეხლა შენ სინდისი უფრო გამძიმებს.
ქალი– სინდისი ? გაეთრიე!მე მართლაც ვსვამდი ადრე დამამშვიდებლებს, მაგრამ ეს ადრე იყო და სულაც არ ვაპირებდი ის წამლები ოდესმე მაგ მიზნით გამომეყენებინა . რატომ მოატყუე ?
– შენ წარმოიდგინე მე არც მომიტყებია .უბრალოდ დროს წინ გავუსწარი .
ქალი– სიცოცხლის ბოლო წუთებში ის შენ ხელში იყო , მებრალება.
– არა მარტო სიცოცხლის ბოლო წუთებში.
ქალი– ნეტა ცოხალი ....
– ეგ ფრაზა არასოდეს თქვა.
ქალი– შენი დარიგება აღარაფერში მჭირდება .როგორც მას შენ მე სიცოცხლეში სიცოცხლე მომიკალი!
ხმა მიწყნარდა ,ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. აშკარა იყო სიჩუმის დარღვევას არავინ აპირებდა. ქალი ღონემიხდილი იჯდა. ცრემლები გაუჩერებლად მოსდიოდა. წამოდგა და რაღაცის ძებნა დაიწყო , უჯრებში ხალს აფათურებდა. რაღაც იპოვა , კმაყოფილი სახე მიიღო , საწერ მაგიდას მიუჯდა , წყალი ჩამოასხა და კოლოფიდან ასოედე აბი გადმოყარა. რამოდენიმე წუთში მაგიდა ცარიელი იყო ,ოთახში სიწყნარე იყო, მხოლოდ სიკვდილის სუნით იყო იქაურობა სავსე.შორიდან კი ქვითინი მოისმა, რომელსაც თან საზარელი ხარხარი ფარავდა .უხსენებლის უპირატესობა აშკარა იყო .
გამოდის, რომ საკუთარ მესთან საუბარს უნდა ვუფრთხოდეთ- ემანდ, ჩვენს თავს ამოფარებული ეშმაკი არ გვდარაჯობდეს! ,,მარქვი, ვინა ხარ?”-- ანგელოზი ხარ- მფარველი ჩემი, ან თუ ეშმაკი- მტანჯველი ჩემი?!
ОтветитьУдалитьმართალია , ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, ადამინი ყოველთვის დგება რაღაც გადაწყვეტილების წინაშე .ეს ის დროა , როცა თავად უნდა განსაზღვრო ადამიანმა თითოეულ შენ ნაბიჯს რა მოყვება , ყველაფერს აქვს თავისი ცუდი და კარგი და კაცმა თუ ეს ვერ გაარჩია ყოველთვის მოხვდება "მტანჯველის"ხელში . ამ შემთხვევაში ორივე თვითმკვლელი განიცდიდა სულიერ ტკივილს , რომელიც წინა ჩადენილმა საქციელმა დაუტოვა გულში , საგულისხმოა ისიც , რომ ეშმაკი სულიერად დაცემულს , გაუბედურებულს , კრიზისში მყოფს ეძებს , რადგან მისი დამორჩილება ადვილია , ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა . ეს არ არის რომანტიული მოთხრობა ,სადაც სიყვარული იმაზე ძლიერი იყო ვიდრე უნდა ყოფილიყო , ეს იყო უბრალოდ ბრძოლა ადამიანის გაორებულ ბუნებაში . ადამიანი ცუდს ყოველთვის ადვილად იჯერებს და ყოველთვის ადვილად ეძლევა დეპრესიას ,ამიტომ დამარცხდა აქ სიყვარული ,რომელიც აშკარად თაყვანისცემას მოითხოვდა .
ОтветитьУдалить