среда, 7 сентября 2011 г.

სულეთის ზღვა

                                                 

–ტრაგიკულია?
–რა?
–სიკვდილი.
–განა? ვიტომ?
–უბრალოდ კითხვაა...
–შავი ზმანებააა....!
–განა გძულს ?!
–რატომაც არა.
  – და შენც გძულს ?უფრო სწორად შენც გძულს მკითხველო ? არა, არა ,არა ასეთი სენტიმენტალური არასოდეს ვყოფილვარ , არც სიკვდილის მოტრფიალე , ან შეიძლება კი ადამიანი ოდესმე ამ გრძნობით განიმსჭვალოს მის მიმართ ?! ცოტა პარადოქსულად გამომივიდა . მაგრამ ამ ბოლო დროს თითქოს მუზად, სულიერ ტკივილად გადამექცა და ვერც ვაცნობიერებ რატომ .ვზივარ ხოლმე ,მომინდება ვწერო და იდეა მხოლოდ სიკვდილი ან ტრაგიკული სიყვარული... ხალისიც იქვე კვდება ყველაფრის ... ჩემ გონებაში კვლავ ზამთარია და გული გაზაფხულს მოწყურებული კრიზისს განიცდის. საშინელი სევდა , მწუხარება ,სიჩუმე ,სიმყუდროვე .... არა და ,როგორ მაღიზიანებს ხოლმე ასეთი მდგომარეობა!
    ადამიანთა საერთო სევდა, ტკივილი გულს მომიწურავს ხოლმე.ახლა ,როცა ამ "პოსტს" ვწერ ,გამახსენდა ერთ–ერთი სტატია გაზეთ–"ისტორიანის"  ნომერ პირველი გამოცემისა ,რომელიც გოდერძი ჩოხელის ცხოვრებას ეხებოდა. კმაყოფილმა გადავშალე და გადავწყვიტე ამოვწერო ერთი მონაკვეთი ,რომელიც ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს ჩემზე .
     " სიკვდილთან დაძმობილბული გინახავთ ვინმე ?
       სიკვდილის შეყვარება შეძლებია ვინმე კაცთაგანს?
       გოდერძი ჩოხელმა შეძლო.ხომ გახსოვთ , მისი ადამიანად მიწაზე ჩამოსული ხორციელი სიკვდილი რამხელა სიყვარულს ატარებდა. ისიც ხომ გახსოვთ ,საფლავის ქვებს როგორ ელაპარაკებოდა , სიკვდილით დათრგუნვილი კაცის სასოწარკვეთილება კი არა ,დიდი სილაღე და სევდა იყო მის ყოველ ფრაზაში ."ეჰეი ! არაგველებო , სად ხართ ?" ისმოდა ექოსავით თვითონ რეჟისორის ხმა და ეს კითხვა ბოლომდე თან დაჰყვებოდა . სულთის ზღვაშიც ამ კითხვით დამძიმებული გულით დაეშვა ...
    "უცებ მდინარეს ტალღებისგან მოტივტივე საფლავის ქვას მოჰკრა თვალი და დააკვირდა წარწერას.
  – რა აწერია მამავ ?–ჰკითხა შვილმა .
  –რისთვის ბადებ უბედურსა, რისთვის შაჰყრი მთვარეს–მზესა , –წაუკითხა მამამ.
  –ვისია , მამავ ?
  –არ ვიცი ,შვილო , ალბათ ვიღაც  უბედურის ,თავის სიცოცხლეში ვერაფერი სიხარული რომ ვერ ნახა ამ მზისა და მთვარის ქვეშ , წავიდა და მიწას ამოეფარა .
  –ჩვენც უბედურები ვართ , მამავ?
  –რატო ,შვილო ?
  –ყველაფერი გაგვტაცა მდინარემ ,სახლიც და საქონელიც.ბროლიაც ,შენი მუზეუმიც .
  –ნუ გეშინია შვილო ,მთავარია ,რომ ეს ფარდაგი არ გავატანეთ მდინარეს ,სახლსაც ავაშენებთ ,მუზეუმსაც , უფრო საიმედო ადგილას და ძველებურ ნივთებსაც კიდევ შევაგროვებთ .
  –კიდობანი ზღვაში წაიღო , მამა?
  –სულეთის ზღვაში წაიღო , მამა გენაცვალოს.
  –მერე სად არის სულეთის ზღვა?
  –ხმელეთი რომ გათავდება ,ცის ნაპირი რომ გათავდება , აი, იქ არის სულეთის ზღვა ..."