სიმართლე რომ ვთქვა, თავად არ ვიცი რა მინდა და რას მოველი ამ ცხოვრებიდან ,თუმცა ნათლად მახსოვს ,რომ მაშინ ვიცოდი..ეხლა ჩემთვის ბევრი რამეა გაუგებარი ,სამწუხაროდ ძალიან ბევრი რამე...
იცი რა ,ასეთი რამ მინდა ცხოვრებაში რომ ვთქვა– "მე არაფერს შევცვლიდი და კვლავ ასე მოვიქცეოდი . . . " არადა ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედავ სულ ერთ ფრაზას ვიმეორებ – "ნეტა შემეძლოს ,ნეტა დავივიწყო , ნეტა შევცვლიდე , და კვლავ ნეტა ..." ალბათ ყველაფერი ტკივილის ბრალია ,რომელიც ადამიანს სულსა და გულს უჭამს. ჩემი აზრით,ნაღველი ადამინაის ორგანიზმში ისევე სულ არსებობს ,როგორც ორგანიძმში ჭლექის ბაცილა.ისიც მაშინ ვლინდება ,როცა უკვე ორგანიზმი დასუსტებულია.ნაღველს კი შიში იწვევს .შიში ,ეგრეთ წოდებული რეალობისა.. . .
ტკივილი ადამიანებს ცვლის .ადრე სიყვარულსაც სხვა თვალით ვუყურებდი.ბანალურ ფრაზებს ვიშველიებდი ჩემი მდგომარეობის გასამართლებლად. მეგონა ლამაზ რომანს ან კინოს ვქმნიდი. სიყვარულის სილამაზემ არარეალურ სამყაროში გადამიყვანა ,იქ სადაც მხოლოდ მე და ის იყო. მე ერთ დროს ერთი დღით მაინც ვიყავი ბედნიერი.იყო გულისწყვეტა ,ტკივილი , მაგრამ მე ჩემი სიყვარულით ვიყავი ბედნიერი.თითოეული კოცნა,შეხება მახსოვს რომელიც გრძნობით იყო სავსე.არა, მე დაკარგულს არ მივტირი,უბრალოდ ვიხსენებ იმ დროს რომელიც ერთ დროს ლამაზად მეჩვენებოდა .მინდა არც მენატრებოდეს ეს ყველაფერი ,მაგრამ უბრალოდ წარსულის ხიბლი არ მაძლევს უფლებას არ დავწერო.
ადრე ხშირად ვამბობდი –"სიყვარულს არასოდეს გავექცევითქო." ,მაგრამ ეხლა მინდა მისგან ძალიან შორს ვიყო. . . . ერთი შეხედვით მაშინდელი ჩემი ფრაზები რეალობა მეგონა. მაგრამ ,თურმე ,რასაც წერენ ხშირად არ არის სიმართლე. ბევრი წერს ,მაგრამ არა იმიტომ ,რომ მისი ნაწერის მოდელზე იცხოვრონ.ისინი მხოლოდ ლამაზ ლეგენდას თხზავენ, რომლის მიხედვით ცხოვრება შეუძლებელია.
არადა ,როგორ მეგონა ,რომ ლამაზ ცხოვრებას ავაგებდი და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული. უკვე მჯერა ,რომ სიყვარულს სასწაულის მოხდენა არ შეუძლია , არადა ადრე სხვანაირად ვამტკიცებდი. სასწაულის მოხდენა შეუძლია მხოლოდ ღმერთს.ეს არის და ეს .

Комментариев нет:
Отправить комментарий