среда, 7 сентября 2011 г.

სულეთის ზღვა

                                                 

–ტრაგიკულია?
–რა?
–სიკვდილი.
–განა? ვიტომ?
–უბრალოდ კითხვაა...
–შავი ზმანებააა....!
–განა გძულს ?!
–რატომაც არა.
  – და შენც გძულს ?უფრო სწორად შენც გძულს მკითხველო ? არა, არა ,არა ასეთი სენტიმენტალური არასოდეს ვყოფილვარ , არც სიკვდილის მოტრფიალე , ან შეიძლება კი ადამიანი ოდესმე ამ გრძნობით განიმსჭვალოს მის მიმართ ?! ცოტა პარადოქსულად გამომივიდა . მაგრამ ამ ბოლო დროს თითქოს მუზად, სულიერ ტკივილად გადამექცა და ვერც ვაცნობიერებ რატომ .ვზივარ ხოლმე ,მომინდება ვწერო და იდეა მხოლოდ სიკვდილი ან ტრაგიკული სიყვარული... ხალისიც იქვე კვდება ყველაფრის ... ჩემ გონებაში კვლავ ზამთარია და გული გაზაფხულს მოწყურებული კრიზისს განიცდის. საშინელი სევდა , მწუხარება ,სიჩუმე ,სიმყუდროვე .... არა და ,როგორ მაღიზიანებს ხოლმე ასეთი მდგომარეობა!
    ადამიანთა საერთო სევდა, ტკივილი გულს მომიწურავს ხოლმე.ახლა ,როცა ამ "პოსტს" ვწერ ,გამახსენდა ერთ–ერთი სტატია გაზეთ–"ისტორიანის"  ნომერ პირველი გამოცემისა ,რომელიც გოდერძი ჩოხელის ცხოვრებას ეხებოდა. კმაყოფილმა გადავშალე და გადავწყვიტე ამოვწერო ერთი მონაკვეთი ,რომელიც ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს ჩემზე .
     " სიკვდილთან დაძმობილბული გინახავთ ვინმე ?
       სიკვდილის შეყვარება შეძლებია ვინმე კაცთაგანს?
       გოდერძი ჩოხელმა შეძლო.ხომ გახსოვთ , მისი ადამიანად მიწაზე ჩამოსული ხორციელი სიკვდილი რამხელა სიყვარულს ატარებდა. ისიც ხომ გახსოვთ ,საფლავის ქვებს როგორ ელაპარაკებოდა , სიკვდილით დათრგუნვილი კაცის სასოწარკვეთილება კი არა ,დიდი სილაღე და სევდა იყო მის ყოველ ფრაზაში ."ეჰეი ! არაგველებო , სად ხართ ?" ისმოდა ექოსავით თვითონ რეჟისორის ხმა და ეს კითხვა ბოლომდე თან დაჰყვებოდა . სულთის ზღვაშიც ამ კითხვით დამძიმებული გულით დაეშვა ...
    "უცებ მდინარეს ტალღებისგან მოტივტივე საფლავის ქვას მოჰკრა თვალი და დააკვირდა წარწერას.
  – რა აწერია მამავ ?–ჰკითხა შვილმა .
  –რისთვის ბადებ უბედურსა, რისთვის შაჰყრი მთვარეს–მზესა , –წაუკითხა მამამ.
  –ვისია , მამავ ?
  –არ ვიცი ,შვილო , ალბათ ვიღაც  უბედურის ,თავის სიცოცხლეში ვერაფერი სიხარული რომ ვერ ნახა ამ მზისა და მთვარის ქვეშ , წავიდა და მიწას ამოეფარა .
  –ჩვენც უბედურები ვართ , მამავ?
  –რატო ,შვილო ?
  –ყველაფერი გაგვტაცა მდინარემ ,სახლიც და საქონელიც.ბროლიაც ,შენი მუზეუმიც .
  –ნუ გეშინია შვილო ,მთავარია ,რომ ეს ფარდაგი არ გავატანეთ მდინარეს ,სახლსაც ავაშენებთ ,მუზეუმსაც , უფრო საიმედო ადგილას და ძველებურ ნივთებსაც კიდევ შევაგროვებთ .
  –კიდობანი ზღვაში წაიღო , მამა?
  –სულეთის ზღვაში წაიღო , მამა გენაცვალოს.
  –მერე სად არის სულეთის ზღვა?
  –ხმელეთი რომ გათავდება ,ცის ნაპირი რომ გათავდება , აი, იქ არის სულეთის ზღვა ..."






суббота, 20 августа 2011 г.

ქალს ,რომელსაც ის „მე“ მოუკვდა. (ნაწილი მეორე)


      (  პ.ს.სანამ ამ მოთხრობას წაიკითხავთ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ წინა ნაწილი ,თორემ ისე ყველაფერი გაუგებარი იქნება .) 

     გაზეთებში ათასი რომანტიული ჭორი დაიბეჭდა ,რომელიბიც ქალის გადმოცემით რეალობას არ შეესაბამებოდა . მხოლოდ მან იცოდა ყველაფერი  და ის გრძნობდა ტკივილს ამის გამო. უბედური იყო , რადგან არავის შეეძლო მისი გაგება  , არა, შეიძლება ვინმე გამოჩენილიო , მოესმინა და დაემშვიდებინა  , მაგრამ მას მაინც სხვა რამე უნდოდა . ქალი ორი დღე ოთახიდან არ გამოსულა  , ქმარმა კი ჩათვალა ,რომ მომხდარმა მასზე უბრალოდ ცუდი ზეგავლენა  მოახდინა  და ჩათვალა, ყველაფერი გაივლიდა .კაცს უნდოდა მთელი დღე მის გვერდით ყოფილიყო , მიატოვა სამსახური , სახლში გამოეშურა საყვარელი ცოლის დასამშვიდებლად , მაგრამ ქალმა გვერდით არ მიიკარა. კაცს მთელი გრძნობით უყვარდა ცოლი და  სწორედ ამიტომ იყვნენ ერთად . ყოველთვის ყველაფერს მისთვის აკეთებდა და ქალსაც ეს უნდოდა , კმაყოფილი იყო და სწამდა რომ სიცოცხლის ბოლომდე მის გვერდით იქნბოდა, მაგრამ ეს უკვე აღარ აინტერესებდა ,აღარ ასაზრდოებდა  , რადგან მთელი არსებით უბედური იყო . მოსაუბრე უნდოდა , ისეთი რომელმაც ყველაფერი იცოდა და არ მოერიდებოდა მასთან ლაპარაკი . მისთვის ყველაფერი ნათელი იყო და სწორედ ეს უკლავდა გულს .
           – შენც იტანჯები ?
ქალი  – მეც ?
 – ნუ გაიკვირვებ , მე ყველაფერი ვიცი .
      ქალი –  ნუთუ შენ ჩემ დასამშვიდებლად მოდი ?
                 –აჰა ,როგორია ქალის გული .ის ყოველთვის ყველაფერს ადვილად გებულობს .კაცები კი ყოველთვის განმარტებებს და მსჯელობებს გთხოვენ. წინა თანამგზავრმა საკმაოდ დამღალა.
      ქალი –მასთან იყავი ?
                –ვისთან ?
      ქალი –კაცთან ,რომელმაც ჩემი ფანჯრის წინ თავი მოიკლა.
                –ისე ლაპარაკობ თითქოს ის შენთვის უცხო ყოფილიყოს . ასე არ შეიძლება.
      ქალი–შენ რა იცი ჩემ გულში რა ხდება .არა , არ გსაყვედურობ .არც მინდა ვინმემ ჩემს სულში ხელი უფათუროს . ეს მხოლოდ ჩემი გრძნობააა.
   –მე ხომ ყველაფერი ვიცი ,ამას შენც კარგად ხვდები.
      ქალი– მე უკვე აღარაფერი მინდა ვიცოდე .გული მტკივა.
 –რა ,შენც თავის მოკვლა გადაწყვიტე ?
       ქალი– არვიცი.
                 –ეს პასუხი უკვე თანხმობას ნიშნავს.
       ქალი–შენ ჩემზე კარგად იცი ყველაფერი.
  –მე იცი რა არ ვიცი ?
        ქალი– არის კი რამე ამ ქვეყნად ,რაც შენ  არ  იცი ? ამის მე არ მჯერა.
                –არ ვიცი, შენ რატომ გადაწყვიტე თავის მოკვლა .
        ქალი–სიმართლე გითხრა არც მე ვიცი .
        მე გეტყვი ყველაფერს.
         ქალი – გისმენ მთელი სულით და გულით , შენ ჩემი ერთადერთი ნუგეში ხარ .
        ცდები . შენ არასოდეს არ უნდა მოკვდე , სანამ მე არ გადავწყვეტ ამას .შენ ყველაფერი მოგეცი , რადგან ამის ღირსი იყავი . შენ ერთ დროს მიგატოვეს , გატკინეს ,გული მოგიწურეს და ეს ყველაფერი მე გადაგალახინე .მოგიძებნე ადამინი ,რომელიც შენ გვერდით თავიდანვე უნდა ყოფილიყო .გაგაბედნიერა და იგრძენი რა იყო ნამდვილი სიყვარული . მართალია, შენც გქონდა ცუდი პერიოდი , მაგრამ მე ეს დრო შეგიმცირე  . მას კი ყველაფერი წავართვი ,რაც ბედნიერებას მოუტანდა . ისეთივე გავხადე ,როგორიც შენ გაგხადა . მეგონა ნამდვილ სიყვარულს ირწმუნებდა ამ დროის განმავლობაში . არა, ცილს ვერ დავწამებ .სიკვდილის წინ ის მხოლოდ შენზე ფიქრობდა . მე ვაგრძნობინე ,რომ უშენოდ მისი სიცოცხლე არაფერი იყო .სიტყვებით ეს ადვილი გამოსათქმელია და ძნელი დასაჯერებელი .მაგრამ მისი გული ადრე სხვას გრძნობდა ,ახლა კი ჭეშმარიტებას მიაგნო .
       ქალი–მიუხედავად ყველაფრისა , ეს მაინც სასიამოვნო მოსასმენია . მაგრამ შენ იცი მე მის გვერდით ვერ ვიქნებოდი მაშინ , რადგან სათანადოდ არასოდეს ვუყვარდი . ყოველთვის ჩემგან მოითხოვდა მეტს, ვიდრე თვითონ აკეთებდა , არა თვითონ მხოლოდ ლამაზ სიტყვებს ამბობდა .მე დღეს მივხვდი ,რომ ეს სიტყვები არაფერია , ჩემმა ქმარმა ეს მაგრძნობინა და ამიტომ ვიყავი ბედნიერი . ის კი ყოველთვის ცდილობდა კარგად ვყოფილიყავი , მაგრამ არასოდეს გამოსდიოდა .მასთა ვიყავი და გამაუბედურა , მას დავშორდი და დღესაც გამაუბედურა.
               –შენ სიკვდილს არ იმსახურებ .არც შენი ოჯახი იმსახურებს ამ ტრაგედიას.მათ მთელი გრძნობით უყვარხარ და შენ ამის თქმაც არ გჭირდება ,ყველაფერი ისედაც იცი . მე მასთან არ ვყოფილვარ.
     ქალი–არა ?მაშ ვინ იყო ?
               –ეშმაკი.
     ქალი – შენ რომ მასთან მისულიყავი ყველაფერი კარგად იქნებოდა .
                –არა ,ის მაინც იტანჯებოდა, რადგან სიცოცხლეში მან სიცოცხლე დაკარგა.
      ქალი– მაშ ჩემი ბრალი ყოფილა ყველაფერი.
                –რატომ ფიქრობთ ადამინები ასე სასტიკად საკუთარ თავზე ?
      ქალი– არვიცი , მე უბრალოდ ასე მგონია.
                –განა შენ მიატოვე ? შენ უბიძგე იმისკენ ,რომ მარტო ყოფილიყო ? შენ დაკარგე ? ეს კითხვები პასუხს მოითხოვენ.
      ქალი– მან განაჩენი გამოიტანა, მე კი ხელი მოვაწერე.
                – მართლაც ,რომ არაჩვეულებრივი ხარ .
       ქალი– ყველაფრის მიუხედავად ის ჩემთვისაც არაჩვეულებრივი იყო .
                –შენ შეგიძლია ნამდვილი სიყვარული . მე უკვე ამაში დავრწმუნდი .მართალია შენ არ ხარ მის გვერდით , მაგრამ მიუხედავად ყველა ტკივილისა შენ მაინც შეგძლებია სიყვარული. მე შენ გაფასებ.
       ქალი– ქალები ასეთები ვართ . ადვილად ვიყვარებთ და ძნელად გადავიყვარებთ ხოლმე .
        მისი სისუსტე  იცი რა იყო? ძნელად შეგიყვარა და ძნელადვე გადაგიყვარა ,უფრო სწორად ვერ გადაგიყვარა . მაგრამ ცუდი ის არის რომ გვიან შეგიყვარა .
       ქალი –   მე ეს ყველაფერი კარგად ვიცი .
        მაშ რამ გაგაორა ?
      ქალი –   იმან,რომ ადამინი ვარ ,რომელიც პირუტყვისგან იმით განსხვავდება ,რომ გრძნობები აქვს , ის ვერ ივიწყებს ყველაფერს ადვილად და თითოეული წარსული გრ
ძნობა ისე იკიდებს ხავსს გულში ,რომ შემდეგ არასოდეს გაუშვას. სამწუხაროდ , ეს ასეა. მინდა , ყველაფერი დავივიწყო და ამიტომაც გადავწყვიტე სიკვდილი.
        სხვებზე რატომ არ ფიქრობ ? შენმა ოჯახმაც ასე უნდა მოახერხოს შენი დაწიყება ? მაშ , გაწყვეტილა მთელი მსოფლიო. ვინც კვდება თავის თავს უკვდება .თავიდან გამოიწვევს არაულობას , ყველა შეწუხდება , მაგრამ ცხოვრება არ აძლევს ხალხს  მუდვივი ტრაგედიის საშუალებას. წვიმებს ყოველთვის მოყვება ზაფხული და ყველაფერი თავის კალაპოტში ჯდება. დაიმახსოვრე, არ არსებობს ცა წვილის გარეშე და ყველა თვალს ერევა ცრემლი ,რადგან მოლოდინი არაქათს აცლის .კარგად დაიმახსოვრე.
ქალი– მაშ ,რა გავაკეთო ?
          –არ მიყვარს გაორებული ადამინები.
ქალი–არა მართლა ახლა რა გავაკეთო?
          ხმა გაქრა .სიმშვიდემ დაისადგურა. ქალს უნდოდა წამომდგარიყო და ოთახიდან გასულიყო .გადაწყვიტა ,ყველაფერი დაევიწყებინა.უფლის ხმამ თითქოს დიდი ზეგავლენა მოახდინა მის სულზე . არადა მან ეს ყველაფერი უკვე იცოდა. წამოდგა , მაგრამ მძიმედ. ფანჯარას გახედა ,მიუახლოვდა და ძირს დაიხედა. ერთიანად შეინძრა მისი სხეული და გაეცალა აქაურობას .კართან მივიდა ,თითქოს ამ საუბრის შემდეგ მთელი მისი მომავალი დახატა . ამოისუნთქა , უნდოდა გასულიყო , მაგრამ კვლავ ხმამ შეაჩერა. ქალები ყველაფერს კაცებზე უკვეთ გრძნობენ . ხმა გამოცვლილიყო , უფრო სწორად ქალს ასე ეჩვენა . კარი მიხურა და ისევ ლოგინზე ჩამოჯდა .
              –სად მიდიხარ ?
   ქალი –  ძველი ცხოვრების დასაბრუნებლად.   
           –ეს წესით შენთვის შეუძლებელია .რამოდენიმე ხნის წინ ასე თქვი .
 ქალი– მაგრამ მე ყველაფერს მივხვდი .
          –წესით შენ ღამეც ვერ უნდა დაიძინო მშვიდად.
ქალი–უკვე ყველაფერს მივხვდი .
        ხო შენ ზედმეტად გონებამახვილი ხარ .
 ქალი– შენ იყავი მასთან .
        წინა თანამგზავრმა ქათინაურებით აგავსო და მე აღარაფერს ვიტყვი, მაგრამ მართლა ზედმეტად ჭკვიანი ყოფილხარ.
ქალი– შენ ხარ ერთადერთი ,რომელსაც არ უნდა ეძინოს.
        შენ წარმოიდგინე არც მძინავს .შენნაირებს მე ისე ვერ მივაგნებდი .
ქალი– რატომ უბიძგე იმისკენ რომ თავი მოეკლა?
        მე ? ჰა , ჰა , ჰა .
 ქალი – ნუ იცინი ,ეს უკვე გამაღიზიანებელია . თავიდან მომწყდი.
        ეს მხოლოდ დამნაშავე ადამინისთვის არის გამაღიზინებელი.
 ქალი– ეს უკვე მეტისმეტია.
           – გინდა ყველაფერი გითხრა?
 ქალი– შენგან არაფერი არ მჭირდება.
        ის არ გამძალიანებია , ღმერთი ვეგონე . ჰა , ჰა . ჰა
ქალი – ყველაფერი შენი ბრალია .
        მე მას ვუთხარი , რომ უბედური ხარ .ყველაფერი ვუთხარი მხოლოდ ჩემი ვინაობა დავუმალე ბოლომდე  და მხოლოდ ერთი რამ მოვატყუე.
ქალი –და სწორედ ის ერთი რამ განსაზღვრავდა მის ბედს.
        არა ,შენ მართლა არაჩვეულებრივი ყოფილხარ.
ქალი– თავიდან მომწყდი!
        მე ვუთხარი  , რომ თავი მოიკალი .ვუთხარი ,რომ მთელი კოლოფი დამაძინებელი დალიე , ეს არის და ეს . მან მისი თვალით გნახა მაგიდაზე დასვენებული.ყველაფერი შენი ბრალია!
ქალი–უსინდისო , გაჩუმდი , ყველაფერი  შენი ბილწი აზრების ბრალია , ეს რა ჩაიდინე .
     ქალი აქვითინდა .
        ისიც ტიროდა , ბევრი დრო არ მაქვს , შენ ამ ქვეყნად ათასი გგავს და შენ კიდე ათასს გავხარ.
ქალი –რატომ მოკალი? მე ხომ ის  მჭირდებოდა .
        ეს უკვე ზედმეტია . ის შენ არაფერში გჭირდებოდა , ის შენ სიცოცხლეს ამძიმებდა.
ქალი– არა, ის ჩემ სიცოცხლეს ახლა უფრო ამძიმებს.
        არა ეხლა შენ სინდისი უფრო გამძიმებს.
ქალი– სინდისი ? გაეთრიე!მე მართლაც ვსვამდი ადრე დამამშვიდებლებს, მაგრამ ეს ადრე იყო და სულაც არ ვაპირებდი ის წამლები ოდესმე მაგ მიზნით გამომეყენებინა . რატომ მოატყუე ?
        შენ წარმოიდგინე მე არც მომიტყებია .უბრალოდ დროს წინ გავუსწარი .
ქალი–  სიცოცხლის ბოლო წუთებში ის შენ ხელში იყო , მებრალება.
        არა  მარტო სიცოცხლის ბოლო წუთებში.
ქალი– ნეტა ცოხალი ....
        ეგ ფრაზა არასოდეს თქვა.
ქალი– შენი დარიგება აღარაფერში მჭირდება .როგორც მას შენ მე სიცოცხლეში სიცოცხლე მომიკალი!
    ხმა მიწყნარდა ,ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. აშკარა იყო სიჩუმის დარღვევას არავინ აპირებდა. ქალი ღონემიხდილი იჯდა. ცრემლები გაუჩერებლად მოსდიოდა. წამოდგა და რაღაცის ძებნა დაიწყო , უჯრებში ხალს აფათურებდა. რაღაც იპოვა , კმაყოფილი სახე მიიღო , საწერ მაგიდას მიუჯდა , წყალი ჩამოასხა და კოლოფიდან ასოედე აბი გადმოყარა.  რამოდენიმე წუთში მაგიდა ცარიელი იყო ,ოთახში სიწყნარე იყო, მხოლოდ სიკვდილის სუნით იყო იქაურობა სავსე.შორიდან კი ქვითინი მოისმა, რომელსაც თან საზარელი ხარხარი ფარავდა .უხსენებლის უპირატესობა აშკარა იყო .



пятница, 19 августа 2011 г.

ადამინი ,რომელმაც სიკვდილი გადაწყვიტა.(ნაწილი პირველი)



      ერთ საღამოს „მე“ სახლში დაბრუნდა ,თავის საკუთარ სახლში .სრულიად   ღონემიხდილი , ყოველგვარი სულიერი ბედნიერებისა ,თუ უბედურებისგან დაცლილი . „მე“ უძლური იყო ,მას უკვე ყველაფერი საშინლად ეჩვენებოდა, უფრო სწორად არარაობად .მან ხომ სიკვდილი გადაწყვიტა,მაგრამ ეს არ იყო საშინელი განაჩენი  ... „მემ“ საყვარელი ადამიანი დაკარგა ...                             
              „მე“ –რატომ ახლა ?
                –   აბა როდის ?
გაისმა საპასუხო , საკმაოდ მშვიდი ხმა .ამ სიტყვებმა „მე“ ააღელვა ,ნუთუ შეიშალა ?! ნუთუ აღარ მოუწევს თავის მოკვლა და საგიჟეში დაასრულებს სიცოცხლის ბოლო წლებს ,დამამშვიდებლებისა და ათასი გონების დამაჩლუნგებელი წამლით?! ეს ,ხომ უფრო საუკეთესო საშუალებააა ,ჩაეცინა „მეს“. ადამინას მაინც ყოველთვის უმძიმს სიცოცხლესთან გამომშიდობება და ურჩევნია უმტკივნეულოდ მოკვდეს .სწორედ ამავე იდეით აღფრთოვანებული  „მე“ კმაყოფილი იღიმოდა . . . მაგრამ ხმა კვლავ გაისმა .
           – „მე“ შენ გელაპარაკები , აბა როდის ?
წინანდელთან შედარებით ეს ხმა ისეთივე მშვიდი აღარ იყო .ბოლოსდაბოლოს უცნობი „გონების თანამგზავრი“ პასუხს ითხოვდა .
                  „მე“  –არასოდეს , გესმის ? არასოდეს !
               – შენ ხომ თვითონაც არ გჯერა შენი სიტყვების .ადამინების სისუსტე სწორედ ის არაის ,როცა იმას ლაყბობენ ,რაც არასოდეს სჯერათ ,მაგრამ უნდათ ,რომ სწამდეთ.     
                 „მე“–ვინ ხარ?
                        –ჰმ, საკვირველია ! ყოველთვის სხვას სთხოვ გითხრას ვინ არის ,რას წარმოადგენს ,მაგრამ შენ არასოდეს გიკითხავს შენი თავისთვის ვინ ხარ, განა ეს საკვირველი არ არის ?! მაგრამ ადამიანთა უმრავლესობაც ასეა.
     „მე“–სრულებით არ ვაპირებ უცნობს ველაპარაკო იმ გრძნობაზე ,რაც მხოლოდ ჩემია . 
           –ნეტა თავად თუ იცი რა არის შენი .ამ ქვეყანაზე არაფერი მეგულება , რაც ჩემი არ არის ,მაგრამ მაინც ველაპარაკები უბრალო ,არაფრის მქონე ადამიანებს .ნეტა რა არის ამის მიზეზი ?
     „მე“–შენ ? აი ესღა მაკლდა  . . .
           –   აბა ვის ელოდი ? გეგონა , შენი სიყვარული სასწაულს მოახდენდა ?  
     „მე“– და შენ ,შენ მართლა არსებობ?
მე საშინლად დაიბნა ,თითქოს არც არაფერი გაუგონია ,მას მხოლოდ ერთი კითხვა აწუხებდა ,იყო თუ არა ეს ხმა ნამდვილი ....
        არსებობს რაღაც ,რაც თუ არ იხილე ვერ ირწმუნებ ,მაგრამ არსებობს, რაღაც რაც დაბადებიდან უნდა გწამდეს.ეს არის კანონი ,რომელიც ყველა ადამიანზე თანაბრად ვრცელდება.
      „მე“–რატომ მოდი ახლა ? მე ხომ არ დამიპატიჟებიხარ , მე ხომ უშენოდ მინდა დავტოვო ეს ქვეყანა .  
            –        და რატომ ?
      „მე“– მომწყდი თავიდან , შენ ,შენ ხომ ყველაფერი ჩემზე კარგად იცი .
             –მე ? არაფერი ვიცი  .ხომ არავიში გეშლები ?
      „მე“–და მაინც რა გინდა ? მე ხომ არაფერი გამაჩნია და ამას შენ უნდა გიმადლოდე .მე სრულიად აღარაფერი ვარ , გიხაროდეს , სრულიად აღარაფერი .
            –  ცდები ,სანამ ცოცხალი ხარ , შენ ისეთივე ხარ ,როგორიც სხვები და იგივე შესაძლებლობა გაქვს იყო ბედნიერი თუ უბედური ,როგორც სხვას.
       „მე“–აღარ მინდა ეს დარიგებები და მითუმეტეს ახლა ,როცა მე სიკვდილი გადავწყვიტე .
არ დაგავიწყდეს ჩემი ხმა სიკვდილში მოგყვება ,მე შენ სხეულთნ ერთად ვილივლივებ ჰაერში.
         „მე“ – მშვიდი სიკვდილი მინდა გაიგე ?
    –        მშვიდი სიკვდილი ? ჰა , ჰა , ჰა  .ექოსავით გაისმა საშინლად დამცინავი და მშვიდი ხმა .
          „მე“– დიახ . მომწყდი აქედან .
                    –არასოდეს.
      „მეს“ ცრემლები მოადგა . ის ,ხომ მთელი დღე ინახავდა ამ მარგალიტებს უბეში , ის ხომ კაცია , საზოგადოებაში კი მისი ცრემლი სირცხვილია.ხმათა უმრავლესობამ ასე გადაწყვითა და „მეც“ ემორჩილება ამ კანონს ,რომელიც მასზე მაღლა მდგომ ადამიანს არ მოუგონია.
მე აქვითინდა.
                –რატომ ტირი ?
  „მე“ რამოდენიმე ხანი დუმდა  და შემდეგ ერთიანად ამოხეთქა მისი ბაგედან უაზრო სიტყვებმა .
          „მე“ –სიყვარული  ... სევდა  ..... წუხილი ....მარტოობა .... ტკივილი .....შიში ..... უბედურება ..... ბედნიერებააა .........
    –   ეს შენ ყველაფერი გამოცადე ,ეხლა რას გრძნობ ?
          „მე“  –უკვე არცერთს აქედან და თან ყველას ერთად.
    –        რატომ განიცდი ? 
„მე“–იმიტომ ,რომ დავკარგე.
      –        და რა შეიძლება დაკარგო სოცოცხლეზე მეტი?
„მე“–სიცოცხლეში მე დავკარგე სიცოცხლე .
      –საუცხოოა და როგორი ბანალური .
„მე“–რატომ დამცინი ?
      –არა ,მე უკვე აღარ დაგცინი .მე მინდა გესაუბრო .
„მე“– და რაზე ? მე ხომ უკვე აღარაფერი შემიძლია .
      –        მინდა გავიგო, რა დაკარგე .
„მე“–მე უკვე გიპასუხე ,მაგრამ შენ ყველაფერი ბანალურობაში ჩამომართვი .
      –კარგი მჯერა ,მაგრამ ადამინმა შეიძლება სიცოცხლე დაკარგოს და მხოლოს ცრემლებით შემოიფარგლოს მისი უბედურება ?
„მე“ –არა  და ამიტომ მე სიკვდილი გადავწყვიტე.
       – სულ შეიშალე? ამით რას შეცვლი ?
„მე“– არც ჩემი სიცოცხლით იცვლება რაიმე.
      –   კარგი..რატომ დაკარგე?
„მე“ –ჰმ.......
       –რატომ არ მპასუხობ ?
„მე“– იმიტომ ,რომ არვიცი მაგრამ ფაქტი ისააა ,რომ დავკარგე .
       –მე გეკითხები რატომ დაკარგე ?
„მე“–მან დამტოვა...
      –ჰა ,ჰა , ჰა
„მე“– რა გაცინებს ?
      –ეს ის შემთხვევააა ,როცა შენი თავის მართლაც არ უნდა გჯეროდეს .
„მე“ –რა გინდა ,რომ გიპასუხო ?
       –ის რაც სიმართლეა, მე მოვედი ,რათა გავიგო რა არის სწორი .
„მე“– მე  ასე მიმაჩნია .
      –არა, კი არ მიგაჩნია ,გინდა ასე იყოს ,რადგან ყოველთვის კარგია ,როცა მსხვერპლის როლში გამოდიხარ , ადამიანებს შემდეგ ეცოდები ,დღევანდელ ცხოვრებაში კი ეს ლამაზია .
„მე“– თავიდან მომწყდი.
       –   თუ მან მიგატოვა თავს რატომ იკლავ ? მე ყველაფერი სხვაგვარად მეგონა ,ალბათ შევცდი...
„მე“–იმიტომ ,რომ დამტოვა , იმიტომ რომ მიყვარს ,იმიტომ ,რომ მის გარეშე სიცოცხლე არაფერია .საინტერესოა შენ რა გეგონა .
      –მე კი მეგონა ,ცოდვა მხრებზე გედო , სინდისი გაწუხებდა და სწორედ ამიტომ იკლავდი თავს , მჯეროდა ,რომ შენ თავად დაკარგე ყველაფერი.
„მე“–გაჩუმდი ....
      –რატომ ჯავრობ? მე ,ხომ მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი ,რომელიც მივხვდი რომ არასწორია. მე შენ გენდობი.
„მე“– გაჩუმდი ,შენ ჩემზე კარგად იცი ყველაფერი. ისიც მენდობოდა , მაგრამ დღეს...
      –კარგია ,რომ აღიარებ ,სწორედ ამიტომ მოვედი აქ დღეს, ვატყობ,რომ დიდი ხანი აღარ მომიწევს ამ მყრალ ოთახში გაჩერება.
„მე“– უნდა ვთქვა ყველაფერი... თორემ გავაფრენ ..
       –   მე გისმენ .
„მე“ –ჩემი მხოლოდ, ჩემი ბრალია ყველაფარი , მე , მე ვარ ერთადერთი ვინც ტანჯვას იმსახურებს , ის კი ბედნიერების ღირსია.  მე წავართვი მის თვალებს მშვენება ,მის სხეულს სიწმინდე და მის გულს სიმშვიდე , მე , მე , მე ....
      –თავს ნუ იტანჯავ  იმის გამო რაც იყო .
„მე“– და ეს ბანალური არააა? მეგონა ,რომ რაიმე კარგს მეტყოდი და  დამამშვიდებდი , შევცდი.
      –ხო , შენ ყოველთვის ცდები .
„მე“–რა გინდოდა ? ჩემგან აღსარება მოისმინე ,თავმოყვარეობა შემილახე და ეხლა მიდიხარ ?
      –არა მე არსად არ მივდივარ , ჯერ აქ ვარ ,მაგრამ ვაპირებდი ...
„მე“– მინდა ყველაფერი გავიგო . ეს ჩემი ერთადერთი სურვილია.
      –რა გინდა გაიგო ?
„მე“– მაინტერესებს რას ფიქრობს ის .
       –ის?
„მე“– ხოო ,მიანტერესებს.
      –არ გირჩევ , დაიტანჯები .
„მე“– მე  უკვე დავიტანჯე იმის ცოდნით ,რომ ყველაფერი ჩემი ბრალია, უკვე მეოთხე წელია რაც დავკარგე ,მაგრამ მაინც ვიტანჯები . არ მინდა ვინმემ გაიგოს ,რომ მე ამას ვგრძნობ ,მაგრამ ჩემ ბინაში შემოსულს თავი საშინლად მეჯავრება.უბედური ვარ , მაგრამ ორმაგად უბედური იმის გამო , რომ ყველაფერი ჩემი ბრალია .
      –ეგ ისედაც ვიცი , მე გეტყვი ,რაგდან ასე დაიჟინე. ის ეხლა სხვისი ცოლია , სხვის ალერსს იზიარებს , შვილებს ზრდის , თავს ბედნიერად გრძნობს , იღიმება , რადგან გვერდით ყავს ადამინი ,რომელიც არაფრით გგავს შენ .ეს ყველაფერი გარეგნულად. გაინტერესებს ბოლომდე ყველაფერი ?
„მე“– ეს უკვე მტკივნეულია და ამაზე მწარე რა უნდა იყოს , მაგრამ სასიამოვნოდ მწარეა ,რადგან ვიცი ,რომ ბედნიერია.
       –შენ ბევრი რამ არი იცი , შენი სიამაყის და თავმოყვარეობის გამო , არასოდეს გინდოდა გაგეგო რა იყო მის გულში ,რას გრძნობდა ,რა ტკიოდა ,შენ ხე იყავი მის გვერდით ,მაგრამ მას უყარდი . გაინტერესებს ეხლა რა ხდება და როგორააა ?
„მე“–ჩემი როლი მის ცხოვრებაში ისედაც ვიცი , მაგრამ რომ ვყვარებოდი ახლა ჩემ გვერდით იქნებოდა . მაინტერესებს.
      –სუს, შენ იცი რომ ეგ ტყუილია . რა შენ გვერდით? გინდოდა ეს? დაგაკმაყოფილებდა ? შენ ხომ გააუბედურებდი ? შენ ხომ ხეიბარივით არ შეგეძლო მიგეცა მისთვის ყველა გრძნობა.გინდოდა ეს ?
„მე“– მე ახლა მინდა მივცე ყველაფერი ,რადგან მივხვდი რომ არ მინდა იყოს რაიმე შეზღუდული შესაძლებლობა, მე ის  უზომოდ მიყვარს. მითხარი როგორ არის ეხლა .
      –სამწუხარო ის არის ,რომ ახლა გიყვარს ისე ,როგორც უნდა გყვარებოდა. გეტკინება.
„მე“ –იმაზე  მეტად არა ,როგორც ახლა მტკივა .გიბრძანებ მითხრა.
        –ის უბედურია  და ეს შენი ბრალია , თავი შეაყვარე და სხვა გზა არ დაუტოვე , მიეცი იმის მუხტი ,რომ სხვისი გამხდარიყო ,დღეს იგი უბედურია , ყოველ საღამოს ცრემლი მოდის ,არა იმიტომ რომ დაგკარგა , შენ მაინც დაგკარგავდა ,რადგან  სხვა არჩევანი არ დაუტოვე  ,არამედ იმიტომ ,რომ უყვარხარ , ყოველ საღამოს ცდილობს თავი მოიკლას .ეხლა კი ზის ფანჯრის წინ და სიკვდილს ნებდება. მთელი კოლოფი დამაძინებელი დალია. ახლა კი მისი საცოდავი ქმარი  საკუთარ თავში დაიწყებს მიზეზის ძებნას და შიში დაახრჩობს . ნახე რა გააკეთე?
„მე“–  რა ? სულ უფრო მეტად მქონია თავის მოკვლის საბაბი .მინდა დავინახო , უნდა წავიდე .
      –ეს ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილებააა ,რაც ოდესმე შენ მიგღია .
 „მემ“  რევოლვერი აიღო და გარეთ შეშლილი გავარდაა,  საოცრად წვიმდა , უკვე ბნელოდა. გაეშურა მისი სახლისკენ ,უნდოდა ფანჯრიდან მაინც დაენახა სიცოცხლე ,რომელიც საბოლოოდ დაკარგა . „მე“ აქ მილიონჯერ იყო ნამყოფი , მუხის უკან ამოფარებულ სკამეიკაზე ჯდებოდა ხოლმე და ჩუმად უყურებდა მას .დღეს კი .....როგორი უბედური იყო ,ყველაფერი ,ხომ მისი ბრალია ... სიტყვები აქ უკვე ზედმეტია .
    ქალის სხეული მაგიდას დაყრდნობოდა ,თითქოს ესვენა ,ყოველგვარი ჯაფიგან ძალაგამოლეული იწვა. „მეს“ გული მოეწურა,სიკვდილი ეხლა ისე ძალიან მოუნდა როგორც არასდროს .ჯიბეში უნებლიედ ხელი ჩაიყო ,–რევოლვერი. „მეს“გონება გაუნათდა , გაუხარდა .სიკვდილი,ეს იყო ერთადერთი სიტყვა ,რომელიც ასე ახლოს იყო ამ წუთას მასთან .გადაწყვიტა ,რომ პირველად ამ ფანჯარასთან ახლოს მისულიყო ... მივიდა ,სახეზე წვიმის წვეთები ჩამოსდიოდა ,უკვე ქალის პირდაპირ იდგა ,  რევოლვერი ამოიღო , საფეთქელთაან მიიდო და  პირველად მოუნდა ეთქვა სიტყვები –„უშენოდ მგონი მოვკვდები“  , მაგრამ ვერაფერს ვერ იტყოდა . . .
რევოლვერის  გამაყრუებელი ხმა. . ქალი შეკრთა და წამოდგა ,სახე აელეწა და ყველაფერი აერია , ცრემლები უზროდ წამოასკდა და გარეთ გავარდა. „მე“  ძირს ეგდო და უკვე ვეღარაფერს გრძნობდა . ქალს პირველად ეჩვენა თავი ასე დამნაშავე და უბედური .არ იცოდა რა გაეკეთებინა . უსულო გვამს  შეეხო  ,დაიჩოქა ,დაიხარა და აკოცა .... ხალხი შეიკრიბა ,მეტის გაკეთება არ შეეძლო  . ქმარი რას იფიქრებდა ,სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას და ოთახში ჩაიკეტა,ის ერთადერთ სიტყვა სიკვდილზე ფიქრობდა .
   „მე“ უცნობ ხმას გამოეხმაურა.
„მე“– ხომ ვამბობდი ყველაფერი შენი დამსახურებაათქო . რა მეამიტი ვყოფილვარ. სულ უბედური გამომიყვანე ,თავმოყვარეებაც შემილახე , თან მის წინაშე ,  მე ისე გავქებოდი ამ ქვეყნიდან ,რომ ჩემ სიკვდილს ვერავინ შეიტყობდა ,შენ კი დასაცინი გამხადე.
      –შენ ისევ არ შეცვლილხარ? სიკვილმაც არ მოგდრიკა ? როგორ შევცდი , მეგონა ნამდვილი სიყვარული შეგეძლო .მე ჩემი საქმე გავაკეთე.
„მე“ –ეს არ არის ნამდვილი სიყვარული ? მე ხომ თავი შევწირე ?აბა რა უნდა გამეკეთებია ?
      –როცა ნამდვილი სივყარულია არ კითხულობენ ხოლმე რა გააკეთონ . ადამინები საყვარელ არსებას არ აუბედურებენ  და სიკვდილი კი არაფერია, ეს ყველაზე მარტივი გზააა გაექცე რეალობას .მეორედ გააუბედურე ქალი , მას სიკვდილის მიზეზი მიეცი .შენ უბრალოდ სიყვარული არ იცი . არ გინდოდა გეტკინა ,მაგრამ ატკინე ,ამას ადამინებს არ ასწავლიან , ეს დაბადებიდან იცინან ხოლმე , შენ კი არ იცოდი ....
„მე“ – მინდა ცოცხალი ვიყო , ყველაფერს შევცვლიდი ...
       –ვერაფერსაც ვერ შეცვლიდი ,რადგან არ იცი სიყვარულს რა ჭირდება.ამას არ ასწავლიან , უკვე გითხარი .
„მე“– ეს რატო გააკეთე ? არასოდეს არ მჯეროდა ღმერთის , მაგრამ გენდე და დავიჯერე ერთი სააათის წინ ,როცა ჩემი მყუდროობა დაარღვიე  . აი როგორ შევცდი . ღმერთები თურმე არ არსებობენ .
      –  ჰა ,ჰა , ჰა ,ღმერთი ?
„მე“ – თავსაც დასცინი ?
      – ღმერთიო.... მაშ შენ გეგონა ,რომ თვით უფალი მოვიდა შენთან ? თვითმკვლელებს მხოლოდ ეშმაკი უზით გულში .... ჰა ,ჰა , ჰა

суббота, 13 августа 2011 г.

გაურკვეველი

   ათასჯერ გავხსენი ახალი წერილი და ათასჯერ წავშალე .თითქოს რაღაცის თქმა მინდა ,მაგრამ სამწუხაროდ აზრებს ვერ ვალაგებ ,ვერ გადმოვცემ იმას რასაც ამ  წუთებში განვიცდი. მართალია ,ჩემი ცხოვრება ისეთი სევდიანი არ არის როგორი წერილებითაც დავიწყე ,მაგრამ უბრალოდ ეხლა ასეთ განწყობაზე ვარ. . . არ ვიცი რა ვუწოდო წარსულს და ღირს კი იმ დღეების გახსენება, რომლებიც უკვე დასრულდა .ხო ,მართალია, დასრულდა ,მაგრამ დავიწყებას არ მიცემია.ეს ჩვეულებრივი მოვლენააა ,ადამიანთა ხვედრიც ესეააა . შეცდომებს ვუშვებთ და თავს ვიმშვიდებთ – "ადამიანები შეუცდომლები არ არიან ,ერთ შეცდომას  ყველა უშვებს ,ეს გამოსწორებადია ... და .." მაგრამ სწორედ ამ ერთს ვერ ასწორებს ადამინი ..
    ვიცი ,არ არსებობს ცა წვიმის გარეშე  ,თუმცა ,წვიმებს მაინც მყვება ზაფხული და განსაკუთრებით საყურადღებოც  არაფერი იქნება ამ ფაქტში, ისევე როგორც ჩვენი თავები არ უნდა მივიჩნიოთ განსაკუთრებულად , ვინაიდან ყველა თვალს ერევა ცრემლი ,..ოდესმე ,დიახ,ერევა,რადგან მოლოდინი ბედნიერებისა არაქათს აცლის....
    არ ვიცი დღეს ბედნიერი ვარ თუ უბედური და ისიც არ ვიცი ეს კითხვა უნდა მიჩნდებოდეს თუ არა  ,მაგრამ ფაქტი ისააა ,რომ არ ვიცი ..... მხოლოდ ერთი რამ არის ჩემს გულში ღრმად ჩამჯდარი და რასაც  . . . . . . . . და არც ის ვიცი მინდა თუ არა ამის დავიწყება . 

2009 წელი ამონარიდი ჩემი დღიურიდან.

    სიმართლე რომ ვთქვა, თავად არ ვიცი რა მინდა და რას მოველი ამ ცხოვრებიდან ,თუმცა ნათლად მახსოვს ,რომ მაშინ ვიცოდი..ეხლა ჩემთვის ბევრი რამეა გაუგებარი ,სამწუხაროდ ძალიან ბევრი რამე...
    იცი რა ,ასეთი რამ მინდა ცხოვრებაში რომ ვთქვა– "მე არაფერს შევცვლიდი და კვლავ ასე მოვიქცეოდი . . . " არადა ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედავ სულ ერთ ფრაზას ვიმეორებ – "ნეტა შემეძლოს ,ნეტა დავივიწყო , ნეტა შევცვლიდე  , და კვლავ ნეტა ..." ალბათ ყველაფერი ტკივილის ბრალია ,რომელიც ადამიანს სულსა და გულს უჭამს.  ჩემი აზრით,ნაღველი ადამინაის ორგანიზმში ისევე სულ არსებობს ,როგორც ორგანიძმში ჭლექის ბაცილა.ისიც მაშინ ვლინდება ,როცა უკვე ორგანიზმი დასუსტებულია.ნაღველს კი შიში იწვევს .შიში ,ეგრეთ წოდებული რეალობისა.. . .
    ტკივილი ადამიანებს ცვლის .ადრე სიყვარულსაც სხვა თვალით ვუყურებდი.ბანალურ ფრაზებს ვიშველიებდი  ჩემი მდგომარეობის გასამართლებლად. მეგონა ლამაზ რომანს ან კინოს ვქმნიდი. სიყვარულის სილამაზემ არარეალურ სამყაროში გადამიყვანა ,იქ სადაც მხოლოდ მე და  ის იყო. მე ერთ დროს ერთი დღით მაინც ვიყავი ბედნიერი.იყო გულისწყვეტა ,ტკივილი , მაგრამ მე ჩემი სიყვარულით ვიყავი ბედნიერი.თითოეული კოცნა,შეხება მახსოვს რომელიც გრძნობით იყო სავსე.არა, მე დაკარგულს არ მივტირი,უბრალოდ ვიხსენებ იმ დროს რომელიც ერთ დროს ლამაზად მეჩვენებოდა .მინდა  არც მენატრებოდეს ეს ყველაფერი ,მაგრამ უბრალოდ წარსულის ხიბლი არ მაძლევს უფლებას არ დავწერო.
     ადრე ხშირად ვამბობდი –"სიყვარულს არასოდეს გავექცევითქო." ,მაგრამ ეხლა მინდა მისგან ძალიან შორს ვიყო. . . .  ერთი შეხედვით მაშინდელი ჩემი ფრაზები რეალობა მეგონა. მაგრამ ,თურმე ,რასაც წერენ ხშირად არ არის სიმართლე. ბევრი წერს ,მაგრამ არა იმიტომ ,რომ მისი ნაწერის მოდელზე იცხოვრონ.ისინი მხოლოდ ლამაზ ლეგენდას თხზავენ, რომლის მიხედვით ცხოვრება შეუძლებელია.
   არადა ,როგორ მეგონა ,რომ ლამაზ ცხოვრებას ავაგებდი და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული. უკვე მჯერა ,რომ სიყვარულს სასწაულის მოხდენა არ შეუძლია , არადა ადრე სხვანაირად ვამტკიცებდი. სასწაულის მოხდენა შეუძლია  მხოლოდ ღმერთს.ეს არის და ეს .
    

10/02/2011 ამონარიდი ჩემი დღიურიდან

   ღამის 3 საათია.გარეთ   "საშინლად" თოვს, მაგრამ იმდენად საშინლად ,რომ გარეთ მინდა ყოფნა.რაღაცნაირად გრძნობა დამეუფლა. ჩემი ოთახის ფანჯრიდან გავიხედე და თითქოს დილაა და გარემოც დროთა სვლას არ ემორჩილება ... ყველაფერი ნათელია. თითქოს პირველად ვნახე თოვლი ,რომელიც გაუკვალავია და პატარა ბავშვის გულის მსგავსად სუფთაა. მაგრამ ხვალ გათენდება,ხალხი გაიღვიძებს და ყველაფერი დამახინჯდება, გაითხვრება. არასოდეს აღვფრტოვანებულვარ ასე ,არასოდეს.
  ისე მომინდა ახლა ვინმე მიყვარდეს და ამ სიტყვას დაუსრულებლად ვეუბნებოდე.ისე ავჟიტირდები ხოლმე,ამეკვიატება ეს სურვილი,ყელში "ბურთი" მომაწვება,ცრემლებით ამევსება თვალები და შემდეგ ყველაფერი მიწყნარდება. არადა ,რამდენი რამით მავსებდა სიყვარული .ეხლა მთელი ძალით ვიგრძენი მისი ძალა ,მთელი სხეულით და სულით.  მაშინ ,ჩემ გვერდით არ იყო და მეგონა რომ იყო ,მტკენდა და მეგონა მშველოდა, მციოდა და მეგონა მათბობდა ,მიხაროდა და მეგონა  ვახარებდი ... ყველა გრძნობა ცუდი თუ კარგი სანატრელი იყო . მაშინ ყველაფერი მქონდა და ეხლა ვხვდები ,რომ სულ სულ ყველაფერი მქონდა. ადამიანთა უმრავლესობა ასეა, როცა რამეს ვკარგავთ ყოველთვის მერე ვხვდებით თუ რამდენად ძვირფასი იყო ის რაგაც ჩვენი არსებობისთვის. ეხლა კი არარაობა ვარ ,უგრძნობი ,ყოველგვარი სიხარულისგან გამოწურული და არაფერი დამრჩენია აუხდენელი ოცნების გარდა –მინდა მიყვარდეს ,ვუყვარდე, ვგრძნობდე და .....   ძნელია დაივიწყო ის რაც შენთვის ძვირფასი იყო და უეცრად სხვა ჩაანაცვლო,თან ისე რომ იმ ძვირფასის დაკარგვა ვერც შეამჩნიო. ასე რომ შემძლებოდა ჩავთვლიდი ,რომ არასოდეს მყვარებია .ანუ სიყვარულიც არ შემძლებია . ალბათ ყველაფერი გაივლის, დრო ყველაფროს მკურნალიაო.ამ ბანალური ფრაზების გარდა აღარაფერი დამრჩენია , დაე იყოს ასე. მჯერა ,ოდესმე გამოჩნდება თოვლიან საღამოს ვინმე და მთელი გულით შევიყვარებ   . . . . .