ერთ საღამოს „მე“ სახლში დაბრუნდა ,თავის საკუთარ სახლში .სრულიად ღონემიხდილი , ყოველგვარი სულიერი ბედნიერებისა ,თუ უბედურებისგან დაცლილი . „მე“ უძლური იყო ,მას უკვე ყველაფერი საშინლად ეჩვენებოდა, უფრო სწორად არარაობად .მან ხომ სიკვდილი გადაწყვიტა,მაგრამ ეს არ იყო საშინელი განაჩენი ... „მემ“ საყვარელი ადამიანი დაკარგა ...
„მე“ –რატომ ახლა ?
– აბა როდის ?
გაისმა საპასუხო , საკმაოდ მშვიდი ხმა .ამ სიტყვებმა „მე“ ააღელვა ,ნუთუ შეიშალა ?! ნუთუ აღარ მოუწევს თავის მოკვლა და საგიჟეში დაასრულებს სიცოცხლის ბოლო წლებს ,დამამშვიდებლებისა და ათასი გონების დამაჩლუნგებელი წამლით?! ეს ,ხომ უფრო საუკეთესო საშუალებააა ,ჩაეცინა „მეს“. ადამინას მაინც ყოველთვის უმძიმს სიცოცხლესთან გამომშიდობება და ურჩევნია უმტკივნეულოდ მოკვდეს .სწორედ ამავე იდეით აღფრთოვანებული „მე“ კმაყოფილი იღიმოდა . . . მაგრამ ხმა კვლავ გაისმა .
– „მე“ შენ გელაპარაკები , აბა როდის ?
წინანდელთან შედარებით ეს ხმა ისეთივე მშვიდი აღარ იყო .ბოლოსდაბოლოს უცნობი „გონების თანამგზავრი“ პასუხს ითხოვდა .
„მე“ –არასოდეს , გესმის ? არასოდეს !
– შენ ხომ თვითონაც არ გჯერა შენი სიტყვების .ადამინების სისუსტე სწორედ ის არაის ,როცა იმას ლაყბობენ ,რაც არასოდეს სჯერათ ,მაგრამ უნდათ ,რომ სწამდეთ.
„მე“–ვინ ხარ?
–ჰმ, საკვირველია ! ყოველთვის სხვას სთხოვ გითხრას ვინ არის ,რას წარმოადგენს ,მაგრამ შენ არასოდეს გიკითხავს შენი თავისთვის ვინ ხარ, განა ეს საკვირველი არ არის ?! მაგრამ ადამიანთა უმრავლესობაც ასეა.
„მე“–სრულებით არ ვაპირებ უცნობს ველაპარაკო იმ გრძნობაზე ,რაც მხოლოდ ჩემია .
–ნეტა თავად თუ იცი რა არის შენი .ამ ქვეყანაზე არაფერი მეგულება , რაც ჩემი არ არის ,მაგრამ მაინც ველაპარაკები უბრალო ,არაფრის მქონე ადამიანებს .ნეტა რა არის ამის მიზეზი ?
„მე“–შენ ? აი ესღა მაკლდა . . .
– აბა ვის ელოდი ? გეგონა , შენი სიყვარული სასწაულს მოახდენდა ?
„მე“– და შენ ,შენ მართლა არსებობ?
მე საშინლად დაიბნა ,თითქოს არც არაფერი გაუგონია ,მას მხოლოდ ერთი კითხვა აწუხებდა ,იყო თუ არა ეს ხმა ნამდვილი ....
– არსებობს რაღაც ,რაც თუ არ იხილე ვერ ირწმუნებ ,მაგრამ არსებობს, რაღაც რაც დაბადებიდან უნდა გწამდეს.ეს არის კანონი ,რომელიც ყველა ადამიანზე თანაბრად ვრცელდება.
„მე“–რატომ მოდი ახლა ? მე ხომ არ დამიპატიჟებიხარ , მე ხომ უშენოდ მინდა დავტოვო ეს ქვეყანა .
– და რატომ ?
„მე“– მომწყდი თავიდან , შენ ,შენ ხომ ყველაფერი ჩემზე კარგად იცი .
–მე ? არაფერი ვიცი .ხომ არავიში გეშლები ?
„მე“–და მაინც რა გინდა ? მე ხომ არაფერი გამაჩნია და ამას შენ უნდა გიმადლოდე .მე სრულიად აღარაფერი ვარ , გიხაროდეს , სრულიად აღარაფერი .
– ცდები ,სანამ ცოცხალი ხარ , შენ ისეთივე ხარ ,როგორიც სხვები და იგივე შესაძლებლობა გაქვს იყო ბედნიერი თუ უბედური ,როგორც სხვას.
„მე“–აღარ მინდა ეს დარიგებები და მითუმეტეს ახლა ,როცა მე სიკვდილი გადავწყვიტე .
– არ დაგავიწყდეს ჩემი ხმა სიკვდილში მოგყვება ,მე შენ სხეულთნ ერთად ვილივლივებ ჰაერში.
„მე“ – მშვიდი სიკვდილი მინდა გაიგე ?
– მშვიდი სიკვდილი ? ჰა , ჰა , ჰა .ექოსავით გაისმა საშინლად დამცინავი და მშვიდი ხმა .
„მე“– დიახ . მომწყდი აქედან .
–არასოდეს.
„მეს“ ცრემლები მოადგა . ის ,ხომ მთელი დღე ინახავდა ამ მარგალიტებს უბეში , ის ხომ კაცია , საზოგადოებაში კი მისი ცრემლი სირცხვილია.ხმათა უმრავლესობამ ასე გადაწყვითა და „მეც“ ემორჩილება ამ კანონს ,რომელიც მასზე მაღლა მდგომ ადამიანს არ მოუგონია.
მე აქვითინდა.
–რატომ ტირი ?
„მე“ რამოდენიმე ხანი დუმდა და შემდეგ ერთიანად ამოხეთქა მისი ბაგედან უაზრო სიტყვებმა .
„მე“ –სიყვარული ... სევდა ..... წუხილი ....მარტოობა .... ტკივილი .....შიში ..... უბედურება ..... ბედნიერებააა .........
– ეს შენ ყველაფერი გამოცადე ,ეხლა რას გრძნობ ?
„მე“ –უკვე არცერთს აქედან და თან ყველას ერთად.
– რატომ განიცდი ?
„მე“–იმიტომ ,რომ დავკარგე.
– და რა შეიძლება დაკარგო სოცოცხლეზე მეტი?
„მე“–სიცოცხლეში მე დავკარგე სიცოცხლე .
–საუცხოოა და როგორი ბანალური .
„მე“–რატომ დამცინი ?
–არა ,მე უკვე აღარ დაგცინი .მე მინდა გესაუბრო .
„მე“– და რაზე ? მე ხომ უკვე აღარაფერი შემიძლია .
– მინდა გავიგო, რა დაკარგე .
„მე“–მე უკვე გიპასუხე ,მაგრამ შენ ყველაფერი ბანალურობაში ჩამომართვი .
–კარგი მჯერა ,მაგრამ ადამინმა შეიძლება სიცოცხლე დაკარგოს და მხოლოს ცრემლებით შემოიფარგლოს მისი უბედურება ?
„მე“ –არა და ამიტომ მე სიკვდილი გადავწყვიტე.
– სულ შეიშალე? ამით რას შეცვლი ?
„მე“– არც ჩემი სიცოცხლით იცვლება რაიმე.
– კარგი..რატომ დაკარგე?
„მე“ –ჰმ.......
–რატომ არ მპასუხობ ?
„მე“– იმიტომ ,რომ არვიცი მაგრამ ფაქტი ისააა ,რომ დავკარგე .
–მე გეკითხები რატომ დაკარგე ?
„მე“–მან დამტოვა...
–ჰა ,ჰა , ჰა
„მე“– რა გაცინებს ?
–ეს ის შემთხვევააა ,როცა შენი თავის მართლაც არ უნდა გჯეროდეს .
„მე“ –რა გინდა ,რომ გიპასუხო ?
–ის რაც სიმართლეა, მე მოვედი ,რათა გავიგო რა არის სწორი .
„მე“– მე ასე მიმაჩნია .
–არა, კი არ მიგაჩნია ,გინდა ასე იყოს ,რადგან ყოველთვის კარგია ,როცა მსხვერპლის როლში გამოდიხარ , ადამიანებს შემდეგ ეცოდები ,დღევანდელ ცხოვრებაში კი ეს ლამაზია .
„მე“– თავიდან მომწყდი.
– თუ მან მიგატოვა თავს რატომ იკლავ ? მე ყველაფერი სხვაგვარად მეგონა ,ალბათ შევცდი...
„მე“–იმიტომ ,რომ დამტოვა , იმიტომ რომ მიყვარს ,იმიტომ ,რომ მის გარეშე სიცოცხლე არაფერია .საინტერესოა შენ რა გეგონა .
–მე კი მეგონა ,ცოდვა მხრებზე გედო , სინდისი გაწუხებდა და სწორედ ამიტომ იკლავდი თავს , მჯეროდა ,რომ შენ თავად დაკარგე ყველაფერი.
„მე“–გაჩუმდი ....
–რატომ ჯავრობ? მე ,ხომ მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი ,რომელიც მივხვდი რომ არასწორია. მე შენ გენდობი.
„მე“– გაჩუმდი ,შენ ჩემზე კარგად იცი ყველაფერი. ისიც მენდობოდა , მაგრამ დღეს...
–კარგია ,რომ აღიარებ ,სწორედ ამიტომ მოვედი აქ დღეს, ვატყობ,რომ დიდი ხანი აღარ მომიწევს ამ მყრალ ოთახში გაჩერება.
„მე“– უნდა ვთქვა ყველაფერი... თორემ გავაფრენ ..
– მე გისმენ .
„მე“ –ჩემი მხოლოდ, ჩემი ბრალია ყველაფარი , მე , მე ვარ ერთადერთი ვინც ტანჯვას იმსახურებს , ის კი ბედნიერების ღირსია. მე წავართვი მის თვალებს მშვენება ,მის სხეულს სიწმინდე და მის გულს სიმშვიდე , მე , მე , მე ....
–თავს ნუ იტანჯავ იმის გამო რაც იყო .
„მე“– და ეს ბანალური არააა? მეგონა ,რომ რაიმე კარგს მეტყოდი და დამამშვიდებდი , შევცდი.
–ხო , შენ ყოველთვის ცდები .
„მე“–რა გინდოდა ? ჩემგან აღსარება მოისმინე ,თავმოყვარეობა შემილახე და ეხლა მიდიხარ ?
–არა მე არსად არ მივდივარ , ჯერ აქ ვარ ,მაგრამ ვაპირებდი ...
„მე“– მინდა ყველაფერი გავიგო . ეს ჩემი ერთადერთი სურვილია.
–რა გინდა გაიგო ?
„მე“– მაინტერესებს რას ფიქრობს ის .
–ის?
„მე“– ხოო ,მიანტერესებს.
–არ გირჩევ , დაიტანჯები .
„მე“– მე უკვე დავიტანჯე იმის ცოდნით ,რომ ყველაფერი ჩემი ბრალია, უკვე მეოთხე წელია რაც დავკარგე ,მაგრამ მაინც ვიტანჯები . არ მინდა ვინმემ გაიგოს ,რომ მე ამას ვგრძნობ ,მაგრამ ჩემ ბინაში შემოსულს თავი საშინლად მეჯავრება.უბედური ვარ , მაგრამ ორმაგად უბედური იმის გამო , რომ ყველაფერი ჩემი ბრალია .
–ეგ ისედაც ვიცი , მე გეტყვი ,რაგდან ასე დაიჟინე. ის ეხლა სხვისი ცოლია , სხვის ალერსს იზიარებს , შვილებს ზრდის , თავს ბედნიერად გრძნობს , იღიმება , რადგან გვერდით ყავს ადამინი ,რომელიც არაფრით გგავს შენ .ეს ყველაფერი გარეგნულად. გაინტერესებს ბოლომდე ყველაფერი ?
„მე“– ეს უკვე მტკივნეულია და ამაზე მწარე რა უნდა იყოს , მაგრამ სასიამოვნოდ მწარეა ,რადგან ვიცი ,რომ ბედნიერია.
–შენ ბევრი რამ არი იცი , შენი სიამაყის და თავმოყვარეობის გამო , არასოდეს გინდოდა გაგეგო რა იყო მის გულში ,რას გრძნობდა ,რა ტკიოდა ,შენ ხე იყავი მის გვერდით ,მაგრამ მას უყარდი . გაინტერესებს ეხლა რა ხდება და როგორააა ?
„მე“–ჩემი როლი მის ცხოვრებაში ისედაც ვიცი , მაგრამ რომ ვყვარებოდი ახლა ჩემ გვერდით იქნებოდა . მაინტერესებს.
–სუს, შენ იცი რომ ეგ ტყუილია . რა შენ გვერდით? გინდოდა ეს? დაგაკმაყოფილებდა ? შენ ხომ გააუბედურებდი ? შენ ხომ ხეიბარივით არ შეგეძლო მიგეცა მისთვის ყველა გრძნობა.გინდოდა ეს ?
„მე“– მე ახლა მინდა მივცე ყველაფერი ,რადგან მივხვდი რომ არ მინდა იყოს რაიმე შეზღუდული შესაძლებლობა, მე ის უზომოდ მიყვარს. მითხარი როგორ არის ეხლა .
–სამწუხარო ის არის ,რომ ახლა გიყვარს ისე ,როგორც უნდა გყვარებოდა. გეტკინება.
„მე“ –იმაზე მეტად არა ,როგორც ახლა მტკივა .გიბრძანებ მითხრა.
–ის უბედურია და ეს შენი ბრალია , თავი შეაყვარე და სხვა გზა არ დაუტოვე , მიეცი იმის მუხტი ,რომ სხვისი გამხდარიყო ,დღეს იგი უბედურია , ყოველ საღამოს ცრემლი მოდის ,არა იმიტომ რომ დაგკარგა , შენ მაინც დაგკარგავდა ,რადგან სხვა არჩევანი არ დაუტოვე ,არამედ იმიტომ ,რომ უყვარხარ , ყოველ საღამოს ცდილობს თავი მოიკლას .ეხლა კი ზის ფანჯრის წინ და სიკვდილს ნებდება. მთელი კოლოფი დამაძინებელი დალია. ახლა კი მისი საცოდავი ქმარი საკუთარ თავში დაიწყებს მიზეზის ძებნას და შიში დაახრჩობს . ნახე რა გააკეთე?
„მე“– რა ? სულ უფრო მეტად მქონია თავის მოკვლის საბაბი .მინდა დავინახო , უნდა წავიდე .
–ეს ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილებააა ,რაც ოდესმე შენ მიგღია .
„მემ“ რევოლვერი აიღო და გარეთ შეშლილი გავარდაა, საოცრად წვიმდა , უკვე ბნელოდა. გაეშურა მისი სახლისკენ ,უნდოდა ფანჯრიდან მაინც დაენახა სიცოცხლე ,რომელიც საბოლოოდ დაკარგა . „მე“ აქ მილიონჯერ იყო ნამყოფი , მუხის უკან ამოფარებულ სკამეიკაზე ჯდებოდა ხოლმე და ჩუმად უყურებდა მას .დღეს კი .....როგორი უბედური იყო ,ყველაფერი ,ხომ მისი ბრალია ... სიტყვები აქ უკვე ზედმეტია .
ქალის სხეული მაგიდას დაყრდნობოდა ,თითქოს ესვენა ,ყოველგვარი ჯაფიგან ძალაგამოლეული იწვა. „მეს“ გული მოეწურა,სიკვდილი ეხლა ისე ძალიან მოუნდა როგორც არასდროს .ჯიბეში უნებლიედ ხელი ჩაიყო ,–რევოლვერი. „მეს“გონება გაუნათდა , გაუხარდა .სიკვდილი,ეს იყო ერთადერთი სიტყვა ,რომელიც ასე ახლოს იყო ამ წუთას მასთან .გადაწყვიტა ,რომ პირველად ამ ფანჯარასთან ახლოს მისულიყო ... მივიდა ,სახეზე წვიმის წვეთები ჩამოსდიოდა ,უკვე ქალის პირდაპირ იდგა , რევოლვერი ამოიღო , საფეთქელთაან მიიდო და პირველად მოუნდა ეთქვა სიტყვები –„უშენოდ მგონი მოვკვდები“ , მაგრამ ვერაფერს ვერ იტყოდა . . .
რევოლვერის გამაყრუებელი ხმა. . ქალი შეკრთა და წამოდგა ,სახე აელეწა და ყველაფერი აერია , ცრემლები უზროდ წამოასკდა და გარეთ გავარდა. „მე“ ძირს ეგდო და უკვე ვეღარაფერს გრძნობდა . ქალს პირველად ეჩვენა თავი ასე დამნაშავე და უბედური .არ იცოდა რა გაეკეთებინა . უსულო გვამს შეეხო ,დაიჩოქა ,დაიხარა და აკოცა .... ხალხი შეიკრიბა ,მეტის გაკეთება არ შეეძლო . ქმარი რას იფიქრებდა ,სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას და ოთახში ჩაიკეტა,ის ერთადერთ სიტყვა სიკვდილზე ფიქრობდა .
„მე“ უცნობ ხმას გამოეხმაურა.
„მე“– ხომ ვამბობდი ყველაფერი შენი დამსახურებაათქო . რა მეამიტი ვყოფილვარ. სულ უბედური გამომიყვანე ,თავმოყვარეებაც შემილახე , თან მის წინაშე , მე ისე გავქებოდი ამ ქვეყნიდან ,რომ ჩემ სიკვდილს ვერავინ შეიტყობდა ,შენ კი დასაცინი გამხადე.
–შენ ისევ არ შეცვლილხარ? სიკვილმაც არ მოგდრიკა ? როგორ შევცდი , მეგონა ნამდვილი სიყვარული შეგეძლო .მე ჩემი საქმე გავაკეთე.
„მე“ –ეს არ არის ნამდვილი სიყვარული ? მე ხომ თავი შევწირე ?აბა რა უნდა გამეკეთებია ?
–როცა ნამდვილი სივყარულია არ კითხულობენ ხოლმე რა გააკეთონ . ადამინები საყვარელ არსებას არ აუბედურებენ და სიკვდილი კი არაფერია, ეს ყველაზე მარტივი გზააა გაექცე რეალობას .მეორედ გააუბედურე ქალი , მას სიკვდილის მიზეზი მიეცი .შენ უბრალოდ სიყვარული არ იცი . არ გინდოდა გეტკინა ,მაგრამ ატკინე ,ამას ადამინებს არ ასწავლიან , ეს დაბადებიდან იცინან ხოლმე , შენ კი არ იცოდი ....
„მე“ – მინდა ცოცხალი ვიყო , ყველაფერს შევცვლიდი ...
–ვერაფერსაც ვერ შეცვლიდი ,რადგან არ იცი სიყვარულს რა ჭირდება.ამას არ ასწავლიან , უკვე გითხარი .
„მე“– ეს რატო გააკეთე ? არასოდეს არ მჯეროდა ღმერთის , მაგრამ გენდე და დავიჯერე ერთი სააათის წინ ,როცა ჩემი მყუდროობა დაარღვიე . აი როგორ შევცდი . ღმერთები თურმე არ არსებობენ .
– ჰა ,ჰა , ჰა ,ღმერთი ?
„მე“ – თავსაც დასცინი ?
– ღმერთიო.... მაშ შენ გეგონა ,რომ თვით უფალი მოვიდა შენთან ? თვითმკვლელებს მხოლოდ ეშმაკი უზით გულში .... ჰა ,ჰა , ჰა