ღამის 3 საათია.გარეთ "საშინლად" თოვს, მაგრამ იმდენად საშინლად ,რომ გარეთ მინდა ყოფნა.რაღაცნაირად გრძნობა დამეუფლა. ჩემი ოთახის ფანჯრიდან გავიხედე და თითქოს დილაა და გარემოც დროთა სვლას არ ემორჩილება ... ყველაფერი ნათელია. თითქოს პირველად ვნახე თოვლი ,რომელიც გაუკვალავია და პატარა ბავშვის გულის მსგავსად სუფთაა. მაგრამ ხვალ გათენდება,ხალხი გაიღვიძებს და ყველაფერი დამახინჯდება, გაითხვრება. არასოდეს აღვფრტოვანებულვარ ასე ,არასოდეს.
ისე მომინდა ახლა ვინმე მიყვარდეს და ამ სიტყვას დაუსრულებლად ვეუბნებოდე.ისე ავჟიტირდები ხოლმე,ამეკვიატება ეს სურვილი,ყელში "ბურთი" მომაწვება,ცრემლებით ამევსება თვალები და შემდეგ ყველაფერი მიწყნარდება. არადა ,რამდენი რამით მავსებდა სიყვარული .ეხლა მთელი ძალით ვიგრძენი მისი ძალა ,მთელი სხეულით და სულით. მაშინ ,ჩემ გვერდით არ იყო და მეგონა რომ იყო ,მტკენდა და მეგონა მშველოდა, მციოდა და მეგონა მათბობდა ,მიხაროდა და მეგონა ვახარებდი ... ყველა გრძნობა ცუდი თუ კარგი სანატრელი იყო . მაშინ ყველაფერი მქონდა და ეხლა ვხვდები ,რომ სულ სულ ყველაფერი მქონდა. ადამიანთა უმრავლესობა ასეა, როცა რამეს ვკარგავთ ყოველთვის მერე ვხვდებით თუ რამდენად ძვირფასი იყო ის რაგაც ჩვენი არსებობისთვის. ეხლა კი არარაობა ვარ ,უგრძნობი ,ყოველგვარი სიხარულისგან გამოწურული და არაფერი დამრჩენია აუხდენელი ოცნების გარდა –მინდა მიყვარდეს ,ვუყვარდე, ვგრძნობდე და ..... ძნელია დაივიწყო ის რაც შენთვის ძვირფასი იყო და უეცრად სხვა ჩაანაცვლო,თან ისე რომ იმ ძვირფასის დაკარგვა ვერც შეამჩნიო. ასე რომ შემძლებოდა ჩავთვლიდი ,რომ არასოდეს მყვარებია .ანუ სიყვარულიც არ შემძლებია . ალბათ ყველაფერი გაივლის, დრო ყველაფროს მკურნალიაო.ამ ბანალური ფრაზების გარდა აღარაფერი დამრჩენია , დაე იყოს ასე. მჯერა ,ოდესმე გამოჩნდება თოვლიან საღამოს ვინმე და მთელი გულით შევიყვარებ . . . . .

Комментариев нет:
Отправить комментарий